ირაკლი კობახიძე – ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ უფრო მეტად მკაცრად აღსრულებას, ვფიქრობ, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის კუთხით, რეიტინგები მომავალი წლისთვის უფრო გაუმჯობესდება

ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ უფრო მეტად მკაცრად აღსრულებას, შესაბამისად, ვფიქრობ, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის კუთხით, ჩვენი რეიტინგები მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის რეიტინგი რეალურ მდგომარეობას ასახავს.
„მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს კვლევა არის ჩატარებული იქამდე, ვიდრე ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავამკაცრებდით კანონის აღსრულებას. ვფიქრობ, მომავალი წლის რეიტინგი იქნება კიდევ უფრო უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მიმართულებით, იქნება ეს კორუფციული, ნარკოტიკული, ორგანიზებული დანაშაული, თუ მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ უფრო მეტად მკაცრად აღსრულებას, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც, ჩვენი რეიტინგები მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება – ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს

ირაკლი კობახიძე – რა დაპირებაც გაიცა ივანიშვილის მხრიდან 2 წლის წინ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, იქნება პირნათლად შესრულებული, რაზეც მე ვიღებ პასუხისმგებლობას – წელიწადნახევრის განმავლობაში თუ ნახავენ ერთ კორუფციის ნიშანს მაინც, მზად ვარ ვუპასუხო