ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილს სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ დაინახა – როდესაც დასაბუთების გარეშე უჩერებენ ადამიანს ორ მილიარდს, ეს ევროპისთვის შეუფერებელია, „დიფ სთეითის“ გავლენის შედეგია და ეს მდგომარეობა ტრაგიკული და ბუნებრივია

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საფრანგეთის მინისტრის ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის განცხადებას, სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
„ბიძინა ივანიშვილს სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ კარგად დაინახა. მასზე ჯერ მოქმედებდა არაფორმალური სანქციები, ორი მილიარდი გაუჩერეს აბსოლუტურად ყაჩაღური, სამარცხვინო ფორმით. როცა საუბარია ევროპაზე, ეს არის ევროპისთვის შესაფერისი საქციელი? როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კომერციული ბანკის მეშვეობით, გვიჩერებენ ორი მილიარდის თანხას, უჩერებენ კონკრეტულ ფიზიკურ პირს, მით უმეტეს, ადამიანს, რომელსაც ეკავა მაღალი პოლიტიკური თანამდებობა, დღესაც უკავია მაღალი პოლიტიკური თანამდებობა, ეს არის, რა თქმა უნდა, ევროპისთვის შეუფერებელი ქმედებები. ასეთ რამეს ჩვენ 30-40 წლის წელი ევროპისგან ვერ წარმოვიდგენდით. თუმცა აქამდეც მიიყვანეს, სამწუხაროდ, ევროპა და ეს არის, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითის“ საქმიანობისა და გავლენის შედეგი. ტრაგიკულია, ბუნებრივია ეს მდგომარეობა. ს არ ეშინია არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების. გამოდიან, შანტაჟის ენით საუბრობენ. ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს – თქვენ თქვით, პრეტენზია მაქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზეო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით – არც სამხედრო გამოცდილება მაქვს, იარაღი ხელში არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, თქვენზე უკეთ ვიბრძოლებ ცარიელი ხელებით