: ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ

ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, 2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში, მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით; მე პირადად ვაგებ პასუხს იმაზე, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
„მე შემიძლია დაგარწმუნოთ ერთ რამეში, ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. მინდა შეგახსენოთ, 2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში, მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით და გააკეთა განაცხადა პირდაპირ იმის შესახებ, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. რაღაცებს დასჭირდა დრო. შარშანდელი წელი იყო ძალიან რთული, მათ შორის იყო საარჩევნო წელი, იყო სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და ვახერხებთ გამოწვევებზე პასუხის გაცემას. ამ პირობებში ჩვენ გაგვიმარტივდა ყველა გამოწვევასთან ბრძოლა, რაც გვაქვს ქვეყნის შიგნით. მათ შორის ერთ-ერთია კორუფცია. როდესაც მუდმივად ცდილობენ, გარყიონ გარედან ხელოვნურად, ეს საბოლოო ჯამში ასუსტებს სახელმწიფოს, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის კუთხითაც. დღეს ჩვენ ვართ ძლიერი, როგორც არასდროს, დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, ვერ გვარყევენ გარედან. აქედან გამომდინარე, ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ ვებრძოლოთ კორუფციას და განვახორციელოთ კორუფციის პრევენცია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. შეგიძლიათ, ამოიღოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მთავრობის ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი ტენდერი, ნებისმიერი პრივატიზაცია, თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ყველაფერს გავცემთ პასუხს, ვერ გვაძლევთ ვერც ერთ ასეთ ფაქტს. მე პირადად ვაგებ პასუხს იმაზე, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი. 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ, ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში რადიკალური ნაბიჯები გადავდგით – რა დაპირება გასცა ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში და როგორ აღსრულდა 2024 წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)