ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული, როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში – კამპანიის დაგეგმვასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ არ შემდგარა

ბიძინა ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით მის მოსაზრებებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ ჩაერთვება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე საარჩევნო პროცესებში.
როგორც კობახიძემ განმარტა, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვასთან დაკავშირებით მათ შორის საუბარი ჯერჯერობით არ შემდგარა.
„რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას საარჩევნო პროცესებში, ეს არის მასზე, მის ხედვაზე დამოკიდებული. ჯერჯერობით ჩვენ არ გვქონია საუბარი საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გვექნება შეკრებები, დაიგეგმება საარჩევნო კამპანია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველ რიგში, მასზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით მის მოსაზრებებს“, – განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, მან უპასუხა შეკითხვას, თუ ვინ იყო ის 2-3 ადამიანი, ვისზეც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „კომუნიკაცია ჰქონდა“.
„დაახლოებით, შეგიძლიათ ივარაუდოთ სამთავრობო და პარტიული იერარქიიდან გამომდინარე… მე მქონდა მასთან კომუნიკაცია. კი ბატონო, შეგიძლიათ ივარაუდოთ. პარტიული სამთავრობო იერარქიის მიხედვით, სამი ჩამოვთვალეთ უკვე“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ