ირაკლი ბიზნესების კრიტიკულ განცხადებებს ლიბერალურ-ფაშისტურ ბულინგს უკავშირებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ბიზნესსექტორის წარმომადგენლების კრიტიკულ განცხადებებს მათ მიმართ ზეწოლით ხსნის და ლიბერალურ-ფაშისტურ ბულინგს უკავშირებს. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძემ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან მოხსნაზე განცხადების შემდეგ საზოგადოების თუ საჯარო მოხელეების ნაწილის რეაქციები წაკითხულის გააზრების პრობლემას დაუკავშირა. BMG დაინტერესდა, რით ხსნის 13 ბიზნესასოციაციის და არაერთი ბიზნესის განცხადებას, რომლებიც მას კონსტიტუციის 78-ე მუხლს შეახსენებენ და გმობენ ძალადობას მშვიდობიან დემონსტრანტებზე.
“მე გეტყვით რა არის ამ განცხადებების მიზეზი და ეს უკვე გითხარით ჩემს ბრიფინგზე. ამ შემთხვევაში, მიზეზი არის არა წაკითხულის ვერ გააზრება, არამედ ის ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი, რომელიც ხორციელდებოდა ბიზნესმენებზე. ლიბერალური ფაშიზმი თუ რამეს დაესხა თავს, პირველ რიგში ეს იყო ბიზნესი, სპორტსმენები, ხელოვანები და ა.შ. ქოლ-ცენტრებს ამუშავებდნენ. მაგალითად, ერთ კონკრეტულ სპორტსმენს მიუვიდა ათასამდე მესიჯი, ხმოვანი შეტყობინება Facebook-ზე, WhatsApp-ზე და სხვა საშუალებებით. იგივე ხდებოდა ბიზნესებთან მიმართებით, მიდიოდა პირდაპირი ზეწოლა და შანტაჟი ბიზნესმენების წინააღმდეგ და ესაა შედეგი”,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…