ირაკლი კობახიძე – ბატონი ჰერჩინსკი პირდაპირ მოქმედებს „დიფ სთეითის“ დავალებების ქვეშ – ეს ადამიანი არის ძალადობის თანამონაწილე

სამწუხაროდ, ეს ადამიანიც არის ძალადობის თანამონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა ამ შემთხვევაში წარმატებული აღარ არის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ საქართველოში, ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით განაცხადა. ს განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, „ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც უკვე, თითქმის, სამი თვეა გრძელდება“.
პრემიერის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი ღიად აწარმოებდა კამპანიას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ.
„ევროკავშირის ელჩი არჩევნებში დამარცხდა და მისი მიდგომა ამ ყველაფრით არის გამოწვეული. თქვენ გახსოვთ, რომ ის ღიად აწარმოებდა კამპანიას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ. იცით, რომ არც ერთხელ დაუგმია მას ის ძალადობრივი მიტინგები, რომელიც საქართველოში იმართებოდა. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ეს ადამიანიც არის ძალადობის თანამონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა ამ შემთხვევაში წარმატებული აღარ არის. ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის, ქართულმა საზოგადოებამ იცის, თუ რამდენად „მშვიდობიანი“ იყო მიტინგები, რომელიც საქართველოში ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში იმართებოდა. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მთლიანობაში როგორი რეაგირება ჰქონდა ამ ყველაფერზე ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ მოვახერხეთ და აღკვეთეთ ის ძალადობა, რომელსაც შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა. მთავარი მიზანი იყო ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, რაც ბუნებრივია, ქართულმა სახელმწიფომ არ დაუშვა“,-განაცხადა კობახიძემ.
მისივე შეფასებით, “ბატონი ჰერჩინსკი პირდაპირ მოქმედებს „დიფ სთეითის“ დავალებების ქვეშ”. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ დიპლომატი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საარჩევნო აგიტაციაში იყო ჩართული“.
„როდესაც ევროკავშირს წარმოადგენ კონკრეტულ ქვეყანაში, თან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში, შენ უნდა იზრუნო ევროკავშირისა და შესაბამისი ქვეყნის დაახლოებაზე. როდესაც ამის საპირისპირო ნაბიჯებს დგამ, ეს არის კონტრპროდუქტიული და ძალიან სამწუხარო მოვლენა. პირადად, შემიძლია პატივისცემა გამოვხატო ბატონი ჰერჩინსკის მიმართ, თუმცა ის პირდაპირ მოქმედებს „დიფ სთეითის“ დავალებების ქვეშ. აქედან გამომდინარე, მისი მდგომარეობა იოლი არ არის“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, „პაველ ჰერჩინსიმ პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს მაქსიმალური მობილიზებისკენ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ხმის მიცემისკენ“.
„მან რამდენიმე დღით ადრე თქვა ასეთი რამ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში შეჩერებული იყო საქართველოს ევროინტეგრაცია, მერე შემოატრიალა და თქვა, თითქოს ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაცია. მან პირდაპირ თქვა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაცია შეჩერებული იყო და იმისთვის, რომ პროცესები სხვანაირად წარმართულიყო, საჭირო იყო ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება. ეს იყო პირდაპირი მოწოდება იმისკენ, რომ გამოსულიყვნენ ამომრჩევლები და ხმა მიეცათ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ და რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ. ეს იყო საარჩევნო მოწოდება, მოგვიანებით, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს კი არ შეუჩერებია ევროინტეგრაცია, არამედ „ქართულ ოცნებას“, თვითონვე აიხლართა საკუთარ ტყუილებში. ეს ტყუილები ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, ის იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია ევროკავშირის ელჩის ნებისმიერი განცხადება, რომელიც ემსახურება ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. არაფრის ფასად არ სურს ქართულ საზოგადოებას ხელისუფლებაში დააბრუნოს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი შეფასებით, პაველ ჰერჩინსკი „თვალში ნაცარს აყრის“ ქართულ საზოგადოებას, როცა ამბობს, რომ ნოემბრის აქციები მშვიდობიანი იყო.
„კაცი გამოდის და თვალში ნაცარს აყრის ქართულ საზოგადოებას. ამბობს, რომ მშვიდობიანი მიტინგები იყო, ეს ხომ სირცხვილია? რომელი იყო მშვიდობიანი, 5 დღე ომის იმიტაცია რომ ჰქონდათ და თვითონვე ამბობდნენ მოძალადე მომიტინგეები, ეს არის მშვიდობაო? სად იყო მშვიდობიანი მიტინგები? სირცხვილია. მშვიდობიანი მიტინგები იყო თბილისში?!“, – განაცხადა კობახიძემ.
მან „ნაცური უტიფრობა“ უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. „ეს არის ნაცური უტიფრობა. თქვენ რომ მშვიდობიან მიტინგებს უწოდებთ იმას, რაც თბილისში 28 ნოემბრიდან ხდებოდა, ეს არის ნაცური უტიფრობა. მხოლოდ „ნაცმა“ შეიძლება იკადროს ასეთ ტყუილი“, – მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც საქართველოში უკვე სამი თვეა გრძელდება. მისი განმარტებით, ევროკავშირი ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობს.
„როგორც უკვე დიდი ხანია ვამბობთ, ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც უკვე, თითქმის, სამი თვეა გრძელდება. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე ვმუშაობთ. ევროკავშირის შემთხვევაში სანქციების დაწესება ერთსულოვნებას მოითხოვს. სამწუხაროდ, ეს ერთსულოვნება არ არსებობს. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ერთსულოვნებას არ უერთდებიან, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელობა ცდილობს. ვიცი, რომ არის მცდელობა საქართველოში იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან. დღეისთვის, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება არ არსებობს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.