ირაკლი კობახიძე – ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით – ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას? – ფაშიზმია ეს ყველაფერი

ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ბავშვებს ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით. ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას? – ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს ყველაფერი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, როგორ აფასებს მოწოდებებს ბავშვების მიმართ, რომ პროტესტში ჩაერთონ, პრემიერი ამბობს, რომ ეს ფაშიზმია და მეტი არაფერი.
„ერთი სიტყვით რომ შევაფასო, ეს არის ფაშიზმი. მეტი არაფერი. სხვა არაფერი შეიძლება დაერქვას ამას. თან, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივა, ჩართეს ამ ფაშისტურ ინიციატივაში და მთელი „ნაცმოძრაობა“ თავისი ტელევიზიებით იყო ჩართული შესაბამის პროპაგანდაში. ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ბავშვებს ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით. ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას? ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს ყველაფერი, სხვა შეფასება არ შეიძლება მიეცეს“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების “არჩევნებში” მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია – არანაირი მესამე გზა არ არსებობს

ლევან ხაბეიშვილი: გავიგეთ, რომ “ბოიკოტში” ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?!