– ახალი საფეხბურთო ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია რუსთავისთვის, ქალაქისთვის, რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობთ – ჩვენ ვართ გამორჩეული სპორტული ნიჭის მქონე ხალხი და ნიჭი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ

მინდა, მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი საფეხბურთო ცენტრის გახსნა, რომელიც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია რუსთავისთვის, ქალაქისთვის, რომელსაც ჩვენ ყველა ძალიან ვგულშემატკივრობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სპორტის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი თავიდანვე იყვნენ დაკავებულები ჯანსაღი ცხოვრების წესით.
“სპორტის განვითარება არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, იმისათვის რომ ახალგაზრდები, ბავშვები თავიდანვე იყვნენ დაკავებულები ჯანსაღი ცხოვრების წესით. ასევე, ჩვენ ვართ გამორჩეული სპორტული ნიჭის მქონე ხალხი, ეს ნიჭი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ამასაც სჭირდება ასეთი ინვესტიცია. დარწმუნებული ვარ, ამ საფეხბურთო ცენტრში ძალიან ბევრი ჩემპიონი გაიზრდება და ძალიან ბევრი ფეხბურთელი გაახარებს ჩვენს გულებს მომავალში”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს