ირაკლი კობახიძე – ახალი პარტიით ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის მაინცდამაინც ქარიზმატული პიროვნება

ახალი პარტიით ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ იქიდან გამომდინარე, რომ არ არის მაინცდამაინც ქარიზმატული პიროვნება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის ელოდება, რომ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე გააკეთებს აქცენტს და არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, შეწყალებაზე.
„მგონი, უფრო სხვა გეგმები აქვთ სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობრებს. გეგმა უფრო მეტად ორიენტირებულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა, როგორც შუაშისტურმა პოლიტიკოსმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ამ მიზანს ეწინააღმდეგება სააკაშვილის შეწყალება. ამიტომ, მგონია, რომ აქცენტი გაკეთდება სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და არა სააკაშვილის შეწყალებაზე“,-აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის პლატფორმა ჩამოყალიბოს, რითაც აპირებს პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებს.
პრეზიდენტის თქმით, მომავლის ქარტიის სახელწოდება იქნება – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის!“

ასევე დაგაინტერესებთ