ირაკლი კობახიძე – ახალი კანონმდებლობა, ელექტრონული ხმის მიცემის წესი, ფართო დაკვირვება უზრუნველყოფს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება

ახალი კანონმდებლობა, ელექტრონული ხმის მიცემის წესი, ფართო დაკვირვება უზრუნველყოფს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სამართლიან და თავისუფალ გარემოში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხმის მიცემა, ხმების დათვლა და რეგისტრაცია ელექტრონული წესით განხორციელდება, რაც, მისივე შეფასებით, ყველანაირ სივრცეს სპობს მანიპულაციებისთვის.
„რა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გვქონდა საუბარი. იცით, რომ ამ სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. პირველად ჩატარდება არჩევნები ელექტრონული წესით. ხმის მიცემა, ხმების დათვლა და რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონული წესით, რაც ყველანაირ სივრცეს სპობს მანიპულაციებისთვის. სწორედ ასეთი სახით ჩატარდება ჩვენთან საპარლამენტო არჩევნები.
გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება ფართო დაკვირვება. საქართველოში იქნებიან საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის, მოვიწვევთ ეუთო/ოდირის გრძელვადიან მისიას, ასევე მისიები ჩამოვლენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და პლატფორმიდან, მათ შორს, ევროსაბჭოდან იქნებიან წარმოდგენილები, ასევე ევროპარლამენტიდან. ძალიან ფართო დაკვირვება იქნება უზრუნველყოფილი საპარლამენტო არჩევნებზე. ახალი კანონმდებლობა, ელექტრონული ხმის მიცემის წესი, ფართო დაკვირვება უზრუნველყოფს იმას, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიან და თავისუფალ გარემოში“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ