ირაკლი კობახიძე – ახალი თავდაცვის კოდექსი არავისთვის აღარ ტოვებს ხვრელებს – არც „გირჩელებისთვის“ და არც თანამდებობის პირებისთვის და მათი შვილებისთვის

ახალი თავდაცვის კოდექსი არავისთვის აღარ ტოვებს ხვრელებს – არც „გირჩელებისთვის“ და არც თანამდებობის პირებისთვის და მათი შვილებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ახალი თავდაცვის კოდექსით ოპოზიცია იმიტომ იყო უკმაყოფილო, რომ მათ კანონმდებლობაში ხვრელების დატოვება უნდოდათ.
„შეიცვალა კანონმდებლობა და მიღებულ იქნა ახალი თავდაცვის კოდექსი, რომელიც თანაბრად უნდა გავრცელდეს ყველაზე – როგორც თანამდებობის პირზე, მის შვილზე და ოჯახის წევრზე, ასევე სხვა მოქალაქეზე.
იმიტომ იყო დასახვეწი თავდაცვის კოდექსი, რომ არავითარი ხარვეზი, ხვრელი არ დარჩენილიყო და ამისთვის დაიხვეწა და ამიტომ იყო უკმაყოფილო ოპოზიცია, რომ უნდოდათ რაღაც ხვრელების დატოვება. სინამდვილეში, ახალი თავდაცვის კოდექსი არავისთვის აღარ ტოვებს ხვრელებს – არც „გირჩელებისთვის“ და არც თანამდებობის პირებისთვის და მათი შვილებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…