ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-სთან „სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ -ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებული MEGOBARI აქტი „არამეგობრულია“ და ურთიერთობების გადახედვის საჭიროებას იწვევს.
„სამწუხაროა, რომ აქტს, რომელსაც „მეგობარი აქტი“ ჰქვია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ მეგობრულს. ანუ, არამეგობრულ აქტს ეწოდება „მეგობარი აქტი“. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა. ასეთი ნაბიჯები ხელს ვერ შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, მომავალში სხვა მიმართულებით განვითარდება პროცესები“, – განაცხადა ირაკლი მ.
აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 11 ივლისს 41 ხმით 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რესპუბლიკელი ჯო ვილსონის ინიციატივას, MEGOBARI აქტს. ეს კანონპროექტს გზას უხსნის წარმომადგენელთა პალატაში საბოლოო კენჭისყრისთვის.
შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებული აქტი დემოკრატიის უკუსვლის გამო სანქციებით ემუქრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი – სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე