ირაკლი აცხადებს, რომ -სთან „სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა, რომ -ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებული MEGOBARI აქტი „არამეგობრულია“ და ურთიერთობების გადახედვის საჭიროებას იწვევს.
„სამწუხაროა, რომ აქტს, რომელსაც „მეგობარი აქტი“ ჰქვია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ მეგობრულს. ანუ, არამეგობრულ აქტს ეწოდება „მეგობარი აქტი“. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა. ასეთი ნაბიჯები ხელს ვერ შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, მომავალში სხვა მიმართულებით განვითარდება პროცესები“, – განაცხადა მ.
აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 11 ივლისს 41 ხმით 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რესპუბლიკელი ჯო ვილსონის ინიციატივას, MEGOBARI აქტს. ეს კანონპროექტს გზას უხსნის წარმომადგენელთა პალატაში საბოლოო კენჭისყრისთვის.
შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებული აქტი დემოკრატიის უკუსვლის გამო სანქციებით ემუქრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი – სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს