ირაკლი კობახიძე აშშ-ში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაემგზავრება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი 21-27 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრება.
ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ვიზიტის დეტალური პროგრამა ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. უცნობია, რა ორმხრივი შეხვედრები ექნება პრემიერ-მინისტრს გენერალური ასამბლეაში მონაწილეობის გარდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი -ის ელჩს რობინ დანიგანს 17 სექტემბერს შეხვდა და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
„აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“, — ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა თქვა, რომ ქმედებები და განცხადებები, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში.

ასევე დაგაინტერესებთ