ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრება, გაეროს გენერალური ასამბლეაში მონაწილეობისთვის

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
“მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს მომავლის სამიტში, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ს და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება” – წერია გავრცელებულ განცხადებაში. ამავე ტექსტში აღნიშნულია, რომ
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.
კობახიძის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფონია გავრცელებული ინფორმაცია “ქართული ოცნების” საპატიო თვმჯდომარის, ს მოსალოდნელი სანქცირების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ამერიკის ხმამ ეს ინფორმაცია წყაროებზე დაყრდნობით 20 სექტემბერს გაავრცელა.