ირაკლი აქციაზე – პარლამენტში შეჭრის მცდელობა ხომ არ იქნება მშვიდობიანი? ასე იდგებიან და ჩვენ გადავდგებით თუ როგორ წარმოგიდგენიათ? – პაატა ბურჭულაძეს ხომ არ შეიძლება ასე გაჰყვეთ, რასაც ამბობს

პარლამენტში შეჭრის მცდელობა ხომ არ იქნება მშვიდობიანი? ასე იდგებიან და ჩვენ გადავდგებით თუ როგორ წარმოგიდგენიათ? პაატა ბურჭულაძეს ხომ არ შეიძლება ასე გაჰყვეთ, რასაც ამბობს. თქვენ მაგის გჯერათ, რომ იმდენი ხალხი გამოვა დღეს, რომ ჩვენ მილიონ ამომრჩეველს გადაჩრდილავს? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში კრიზისი არ არის, თუმცა ის არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, რაც აუცილებლად უნდა გაღრმავდეს, და პარტიის სრულ განადგურებამდე მივიდეს.
„პარლამენტში შეჭრის მცდელობა ხომ არ იქნება მშვიდობიანი? ასე იდგებიან და ჩვენ გადავდგებით თუ როგორ წარმოგიდგენიათ? პაატა ბურჭულაძეს ხომ არ შეიძლება ასე გაჰყვეთ, რასაც ამბობს. თქვენ მაგის გჯერათ, რომ იმდენი ხალხი გამოვა დღეს, რომ ჩვენ მილიონ ამომრჩეველს გადაჩრდილავს? ამის მეასედიც არ გამოვა. ხომ დადგება ეს საღამოც! პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია რა არის, თქვენც ხედავთ ხომ?! არასერიოზული კაცია და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს.
კრიზისი არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რომელიც უნდა გაღრმავდეს და გაღრმავდება კიდეც და მივა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრულ განადგურებამდე და მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ აპირებს ქვეყნის დატოვებას, რასაც პრემიერმა რუსულიდან გადმოტანილი ქართული ჟარგონით „მელკი“ კითხვა უწოდა.
„რუსულ სიტყვას ვიტყვი, ეს „მელკი“ კითხვა გუშინაც დაისვა და საკადრისი პასუხი მიიღო თქვენმა კოლეგამ, შემიძლია გაგიმეოროთ ეს პასუხი. „მელკი“ ქართული სიტყვაა, რომ იცოდეთ, ეს არის ქართული ჟარგონი, რუსულიდან არის შემოტანილი, თუმცა ჟარგონი ქართულია. სამ წელიწადში გვექნება საპარლამენტო და გირჩევთ მოემზადოთ 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო სთვის. მოემზადეთ, რომ იქნებ იქ მაინც სცადოთ რაიმე შედეგის მიღება. ჩვენ ხვალიდანვე ვაპირებთ მოვემზადოთ 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის.“- განაცხადსა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“