ირაკლი კობახიძე – აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი – ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე

აქტუალური არ არის . ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე. ეს არის ერთადერთი როლი და ფუნქცია, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი მ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი, მოხალისე დამკვირვებლის კამპანიაში ჩაერთო.
კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია და არა საქართველოსი, მის სიტყვას და განცხადებას კი ფასი არ აქვს.
„აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი. ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე. ეს არის ერთადერთი როლი და ფუნქცია. ის არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და არა საქართველოსი. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, შემდეგ კი მან თავად აღიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილს აღიარებული აქვს, რომ კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტია. თანამდებობა შეინარჩუნა მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ „ნაცმოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას. ის არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და არა საქართველოსი, ერთი მარტივი მარიონეტი. მის სიტყვას და განცხადებას ფასი არ აქვს“,- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – ეს არის პოლიტიკური დემარში – აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს – მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული