ირაკლი კობახიძე – ასოცირების საბჭო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ძალიან კარგი, დადებითი შეფასებები მოვისმინეთ ჩვენ, არა მხოლოდ ოფიციალურ ნაწილში, არამედ დახურულ რეჟიმში

ასოცირების საბჭო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ძალიან კარგი, დადებითი შეფასებები მოვისმინეთ ჩვენ, არა მხოლოდ ოფიციალურ ნაწილში, არამედ დახურულ რეჟიმში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იყო პოზიტიური, საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა.
„რაც შეეხება ასოცირების საბჭოს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ძალიან კარგი, დადებითი შეფასებები მოვისმინეთ ჩვენ, არა მხოლოდ ოფიციალურ ნაწილში, არამედ დახურულ რეჟიმში, ამ საბჭოს მიმდინარეობასთან, შინაარსთან დაკავშირებით, მათ შორის, ბატონი ბორელის მხრიდან. ეს არის რეალურად ის სურათი, რომელიც იყო ამ საბჭოზე. იყო ძალიან პოზიტიური, საქმიანი, პროდუქტიული შეხვედრა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას”, – განაცხადა პრემიერმა.