ირაკლი – არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა, ოთხ მილიონ ადამიანს დისკომფორტი შეუქმნას – არ შეიძლება ოთხი ასეული „ნაციონალის“ მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის პრობლემების შექმნა გავატაროთ

არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა, ოთხ მილიონ ადამიანს დისკომფორტი შეუქმნას – არ შეიძლება ოთხი ასეული „ნაციონალის“ მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის პრობლემების შექმნა გავატაროთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სისხლის სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები შესახებ საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება.
„არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა, ოთხ მილიონ ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი. არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა შეაფერხოს ეკონომიკის განვითარება ოთხი მილიონი ადამიანისთვის. ერთადერთი, რასაც „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სისხლის სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები ემსახურება, სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაა. ეს არის პოლიციის გაძლიერება, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერავინ აღმართავს ხელს ქართულ სახელმწიფოზე და ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, მით უმეტეს ოთხი ასეული ადამიანი, რომელიც ცდილობს, ოთხ მილიონ ადამიანს შეუქმნას გარკვეული პრობლემები. არ შეიძლება ოთხი ასეული „ნაციონალის“ მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის პრობლემების შექმნა გავატაროთ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პრინციპულად დაიცავს საკუთარ პოზიციებსა და ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას