ირაკლი კობახიძე: არ ვიცი სად არის ირაკლი ღარიბაშვილი

ამბობს, რომ არ იცის, სად არის ახლა . ამის შესახებ მან “პირველების” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მე არ ვიცი. არ ვიცი საქართველოში არის თუ არა, – ამბობს

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ხმაურიან დაკავებებზე საუბრისას თქვა, რომ „თუ იყო ზურგი, ამითაც დაინტერესდება საგამოძიებო უწყება“.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა პირდაპირი პასუხი არ გასცა კითხვაზე, მივა თუ არა საქმე გრიგოლ ლილუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვამდე. მან პასუხისმგებლობა მთლიანად საგამოძიებო სტრუქტურებზე გადაიტანა და აღნიშნა, რომ მთავრობას სისხლის სამართლის საქმეებზე საუბრის უფლება არ აქვს.

ცნობისთვის, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია დააკავეს.

ბრალი წაუყენეს კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკაძეს, რომელიც სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.

ასევე დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.