– არ დავიშურებთ ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს საბოლოოდ გასაწევრიანებლად, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქეს წინაშე, განსაკუთრებით, იმ 1 120 000 ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენ კურსს

ჩვენ გავუფრთხილდებით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მათი შეხედულებებისა. ყველას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ყველა ხელშესახებ შედეგს ევროინტეგრაციის გზაზე სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ქვეყანამ მიიღო ვიზალიბერალიზაცია.
„ევროპელი ჩინოვნიკებისა და რადიკალური ოპოზიციის მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ წელიწადნახევარი ჯიუტად ვიბრძოდით კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და თავდაუზოგავი ბრძოლით გამოვგლიჯეთ ეს სტატუსი ხელიდან იმ ძალებს, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი შანტაჟისა და ქვეყნის არევის ინსტრუმენტად ჰქონდათ მოაზრებული. ანალოგიურად, ვპირდებით ყველას, რომ არ დავიშურებთ ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს საბოლოოდ გასაწევრიანებლად. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქეს წინაშე, განსაკუთრებით, იმ 1 120 000 ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენ კურსს და ჩვენ სლოგანს – მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ