ირაკლი : [არ გვინდა გავხდეთ] ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არ მოსწონს დღევანდელი ევროკავშირი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მიმართ კრიტიკულია. ფიქრობს, რომ ევროკავშირში, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებს, ქვეყნებს სუვერენიტეტის პრობლემა აქვთ.
„ტრაგიკული მდგომარეობის გამოძახილია როგორც ეკონომიკური პრობლემები, ისე პოლიტიკური პრობლემები, რომელიც შექმნილი აქვს დღეს ევროკავშირს, სწორედ ევროპული ბიუროკრატიის მიერ, სუვერენიტეტის დაკარგვის გამო.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება და ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც დღეს ევროპული სივრცე განიცდის როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, შემობრუნდება.
ჩვენ გვინდა გავხდეთ ასეთი შემობრუნებული ევროკავშირის წევრი და არა ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
4 ნოემბერს გასაჯაროვდა ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშის შინაარსი, რომელშიც ასახულია „სერიოზული შეშფოთება საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო“.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველო ერთადერთია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის, რომელსაც რეგრესი – და მნიშვნელოვანი რეგრესი – აქვს ევროკავშირის წევრობის გზაზე.
„ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, – თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება… ახლა მხოლოდ ნომინალურად არის კანდიდატი ქვეყანა“, – თქვა მან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…