ირაკლი არ გამორიცხავს ოპოზიციური პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი, არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე მიიღონ ოპოზიციური პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება. პრემიერმა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ ს შედეგებს, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა.
„აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც სჭირდება დეპუტატების მცირე რაოდენობა. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. თუ გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სიარულს, ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ჩვენ ეს საკითხი. მეორე მხრივ, იმდენად დასუსტებულია დღეს ოპოზიცია, რომ შეიძლება ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის“, – თქვა ირაკლი მ.
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ხელისუფლებაში პარტია ამომრჩევლისგან საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო მხარდაჭერას ითხოვდა, რათა „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელშიც „ნაციონალურ მოძრაობას“, „ძლიერ საქართველოს“, „კოალიციას ცვლილებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ გულისხმობდნენ, არაკონსტიტუციურად გამოეცხადებინა. მხოლოდ ამ ოთხმა გაერთიანებამ გადალახა, ს მონაცემებით, 2024 წლის არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ოპოზციიდან.
ს წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნება“ 89 მანდატს მიიღებს, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 113 მანდატია საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა