ირაკლი კობახიძე – არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია – პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება

საქართველოს პარლამენტი ს ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია და ეს რომ სხვანაირად იყოს, ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგებოდა.
„რაც შეეხება პარლამენტის პირველ შეკრებას, როგორც მოგეხსენებათ, ვადები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ფორმალური პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. ამ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება. ეს არის, რასაც ადგენს კონსტიტუცია,”- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება