ირაკლი კობახიძე არჩევნებამდე ოპოზიციის მხრიდან „უმძიმეს პროვოკაციებს“ არ გამორიცხავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, პოლიტიკოს გივი თარგამაძის საქმეზე პროკურატურის განცხადების გავრცელების შემდეგ ბრიფინგი გამართა. ირაკლი მ სწორედ თარგამაძის საქმეზე საუბრის დროს თქვა, რომ ოპოზიციის მხრიდან „უმძიმესი პროვოკაციების“ მოწყობას არ გამორიცხავს.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ ისეთ უმძიმეს პროვოკაციებსაც კი, რომელიც დაიგეგმა 2016 წელს… იმის გათვალისწინებით, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არის სრული ისტერიკა, მათ აქვთ ზუსტი მონაცემები – რომ მხოლოდ ორ პარტიას აქვს პერსპექტივა საარჩევნო ბარიერის და მათი შედეგიც არის 20 პროცენტზე ოდნავ მეტი…“ – თქვა მ.
გუშინ, 11 ოქტომბერს პროკურატურამ გაავრცელა პოლიტიკოს გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენებაზე დაყრდნობით ინფორმაცია. პროკურორ ამირან გულუაშვილს არ უსაუბრია ექს-პრეზიდენტ ს ბრალეულობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ აფეთქებამდე თარგამაძეს სააკაშვილის დავალებით უთვალთვალებდნენ.
გივი თარგამაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პროკურატურამ მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ვერსია დაადასტურა იმ განსხვავებით, რომ მისი თქმით, დამკვეთი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ა.
2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ოპოზიციონერი დეპუტატის, გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს. გამოძიება მაშინ აცხადებდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დარჩო ხეჩუაშვილმა დაამაგრა და შემდეგ მოქმედებაში მოიყვანა. მასზე ძებნა გამოცხადდა, 2019 წელს კი 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დარჩო ხეჩუაშვილი 2024 წლის 19 სექტემბერს დააკავეს, როცა მას საქართველოში შემოსვლა უნდოდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი – საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება – ასეთი ტენდენციები, არსებულ პოლარიზებულ გარემოს მეტად ამძიმებს, უფრო რთულს ხდის და არჩევნების მთლიანობას აზიანებს