ირაკლი – არის 28 მუნიციპალიტეტი, სადაც ერთი კაციც ვერ შეარჩია მერობის კანდიდატად ორმა პარტიამ ერთად, ესენი არ არიან პარტიები, არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური აგენტურული დაჯგუფებები

არის 28 მუნიციპალიტეტი, სადაც ერთი კაციც ვერ შეარჩია მერობის კანდიდატად ორმა პარტიამ ერთად, ესენი არ არიან პარტიები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი არიან „გარედან დაფინანსებული რადიკალური აგენტურული დაჯგუფებები“, შესაბამისად, მათ არ აქვთ საზოგადოებაში არავითარი მხარდაჭერა.
„ესენი არ არიან პარტიები. ესენი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური დაჯგუფებები, პარტიებიც კი არ არიან. მთელი ქვეყნის მასშტაბით სტრუქტურებიც კი არ აქვთ, აქედან გამომდინარე, არავის უკვირს ის, რომ მერობის კანდიდატი ერთი კაციც ვერ შეარჩიეს. არის 28 მუნიციპალიტეტი, სადაც ერთი კაციც ვერ შეარჩია ორმა პარტიამ ერთად. ესენი არ არიან პარტიები. ესენი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური აგენტურული დაჯგუფებები, შესაბამისად, მათ არ აქვთ საზოგადოებაში არავითარი მხარდაჭერა და ამის გამოხატულებაა ის, რომ 28 შემთხვევაში ორმა პარტიამ ერთად ერთი კანდიდატიც კი ვერ იპოვა“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო