– არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ირაკლი – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას
არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150 კაციანი აქციები, ერთი ხელწერაა, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და შემდეგ უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ბუნებრივისა, უცხოელი აგენტების და მათი პატრონების ვერავითარ მცდელობას ვერ ექნება წარმატების პერსპექტივა
„ეს არის უცხოელი აგენტების აქცია ჩვეულებრივი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა ქვეყნები, შეგნებულად არ დავასახელებ კონკრეტულ ქვეყანას, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები. ერთი ხელწერაა, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და შემდეგ უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას. საქართველოშიც იგივეა. მე არ ვამბობ იმას, რომ იქ ვინც იკრიბება, 100%-ით ყველა აგენტია, მაგრამ ეს პროცესები თავისი არსით არის წარმართული უცხოური ძალების მიერ, უცხოელი აგენტების დახმარებით და ისინი ცდილობენ შექმნან რაღაც ილუზია, სინამდვილეში, არავითარი პროტესტი არ არსებობს. ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, უცხოელი აგენტების და მათი პატრონების ვერავითარ მცდელობას ვერ ექნება წარმატების პერსპექტივა“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს