ირაკლი კობახიძე – არის არასწორი პრაქტიკა, როდესაც ელჩები და საელჩოები პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არიან ჩართული! ეს ელჩისა და საელჩოების საქმე არ არის!

არის არასწორი პრაქტიკა, როდესაც ელჩები და საელჩოები პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არიან ჩართული! ეს ელჩისა და საელჩოების საქმე არ არის! – როდესაც ს წინ ევროკავშირის ელჩი გამოდის და ამბობს, რომ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკოსები და აგენტურა უნდა დააბრუნონ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, – ამის შესახებ მედიასთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა.
კობახიძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ არსებობს ვენის კონვენცია, რომელიც დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას უკრძალავს.
კობახიძის თქმით, “ამის საპირისპიროდ ევროკავშირის ელჩი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა და ამომრჩეველს რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“ეს პირდაპირი მოწოდება იყო. მან პირდაპირ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების“ პოლიტიკა იყო ცუდი და ამ პოლიტიკის შესაცვლელად საარჩევნო უბნებზე უნდა გასულიყვნენ. ევროკავშირის ელჩმა პირდაპირი პოლიტიკური, საარჩევნო მოწოდებაც კი გააკეთა, რაც არის ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევა.
ეს ჩვენ არჩევნების მოგების კუთხით პრობლემებს არ გვიქმნის. ჩვენ მოვუგეთ ყველას, მათ შორის ევროკავშირის ელჩს და ოთხივე რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას, პრობლემა სხვა რამეშია – არ შეიძლება, ასეთი მასშტაბით მოხდეს ქართული საზოგადოების თვალში ევროკავშირის სტრუქტურების დისკრედიტაცია. ქართველმა ხალხმა დაინახა არჩევნებამდე და ხედავს ახლაც, რომ ევროპელი ბიუროკრატები, 2012 წლიდან მოყოლებული, ასევე ამერიკელი ბიუროკრატები, ცდილობენ, ხელისუფლებაში დააბრუნონ სისხლიანი პოლიტიკური ძალა, აგენტურა – საუბარია კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“.
თქვენ, ალბათ, საგამოძიებო კომისიის მუშაობას აკვირდებით – ჩვეულებრივ სადისტებზეა საუბარი. რატომ უნდა ევროპულ ბიუროკრატიას, რატომ უნდოდა -ის წინა ადმინისტრაციას ქვეყანაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლების დაბრუნება? ამაზე საზოგადოება, რა თქმა უნდა, მსჯელობს და ეს იწვევს მათ თვალში ევროპული ბიუროკრატიის დისკრედიტაციას და აქამდე ასევე იწვევდა ამერიკული ბიუროკრატიის დისკრედიტაციას.
როდესაც ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ გამოდის და ხალხს ეუბნება, რომ სისხლიანი პოლიტიკოსები, აგენტურა უნდა დააბრუნონ ხელისუფლებაში, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა,“- განაცხადა მ.