– არაფრისგან სკანდალს ვერ შექმნით! ხელში შეგრჩათ მხოლოდ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც „შეისწავლოს“ – ნუ ნერვიულობთ, თუთიყუშიც კარგად იქნება!

BBC როცა ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს. როდესაც ადამიანებს მიმართვიანობა არ ჰქონდათ და ერთადერთი, ხელში შეგრჩათ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, ნუღარ ეცდებით თუთიყუშიდან სკანდალის შექმნას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც BBC-ის საგამოძიებო მასალაზე ისაუბრა.
როგორც მ აღნიშნა, „გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც შეისწავლოს, რომელსაც ბუმბულები გასცვივდა“.
„მე არ ვიცოდი და თან გაირკვა, რომ მამა-შვილ ჩახუნაშვილების სამეცნიერო სტატია თურმე იწყება პოლიტიკური აბზაცებით და განცხადებებით. BBC როცა ეყრდნობა, ზოგადად, მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ კონკრეტულ ტელევიზიაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ არაფრიდან სკანდალს ვერ შექმნით. როდესაც ადამიანებს მიმართვიანობა არ ჰქონდათ და ერთადერთი, ხელში შეგრჩათ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, ნუღარ ეცდებით თუთიყუშიდან სკანდალის შექმნას. გამოძიება შეისწავლის, ვინ იყო ჩართული ამ მტრულ საქმიანობაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. [რა ნივთიერება იყო] მაგასაც დამატებით შეისწავლის, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ვინ იყო ჩართული მტრულ საქმიანობაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც შეისწავლოს, რომელსაც ბუმბულები გასცვივდა, მაგრამ ამით თქვენ სკანდალს ვერ შექმნით,“ -განაცხადა ირაკლი მ.
ასევე, ჟურნალისტს, კითხვაზე, თუ რა ნივთიერება არის გამოყენებული, პრემიერი ასე პასუხობს: „ნუ ნერვიულობთ, თუთიყუშიც კარგად იქნება“.
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.
BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები – ეს უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში

ირაკლი კობახიძე BBC-ის ფილმზე – შეგიძლიათ ამოიღოთ, როგორი იყო კლინიკებში მიმართვიანობის სტატისტიკა – ეს არის აბსოლუტური აბსურდი, სპეცსამსახურების ხელით შეთითხნილი რაღაც ტყუილი, ჩვეულებრივი „ფეიკი“