ირაკლი კობახიძე – ანტალიის დიპლომატიის ფორუმი მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს პარტნიორებამდე

მქონდა რამდენიმე ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრა თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან – ყველგან ვსაუბრობდით იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოიყენეს, რათა გზავნილები გაეზიარებინათ.
„ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თურქ მეგობრებს არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის. სხვადასხვა კუთხით იყო ეს ფორმატი მნიშვნელოვანი, ერთი, რომ მივიღეთ მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში, სადაც, მათ შორის ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებულ მდგომარეობაზე საუბრის შესაძლებლობა გვქონდა, ასევე მქონდა რამდენიმე ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრა თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან. რა თქმა უნდა, ყველგან ვსაუბრობდით იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებთან. ასევე, შუალედებში გვქონდა კონკრეტულ ლიდერებთან აზრების გაცვლის საშუალება. მთლიანობაში ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები გაგვეზიარებინა. ყველას ვუყვებით იმას, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში, ქვეყნის გარშემო, როგორია ჩვენი გამოწვევები და როგორ ვხედავთ ამ გამოწვევებთან გამკლავებას. ჩვენი გზავნილები მაქსიმალურად მივიტანეთ ჩვენს პარტნიორებამდე”, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას