ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება და ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიაში უკვე დაწყებულია სამუშაოები, ეს არის დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები.
„ამ პროექტის პირველი ფაზა დასრულდება არაუგვიანეს 2029 წლისა, თუმცა ტემპების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ბევრად უფრო მოკლე ვადებშიც არის შესაძლებელი პირველი ფაზის დასრულება. ჯამურად პირველი ფაზის ფარგლებში ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია და პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი მოემსახურება წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს. არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აუცილებლად სათანადო ვადებში უნდა განხორციელდეს. ეს მთლიანად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის სათანადო ვადებში განხორციელება და დასრულება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 4 ოქტომბერს ტარდება არა არჩევნები, არამედ ივანიშვილს რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა – ივანიშვილი ამას ვერ ეღირსება

ლევან ცუცქირიძე – თავს არ მოვატყუებინებთ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას – დღევანდელი აქციის გზავნილია, რომ ე.წ. რუსული არჩევნები არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და მისი შედეგი დაწერილია