ირაკლი კობახიძე – ამ ქვეყნის ვერავითარი “მაიდანი” და უკრიანიზაცია ვერ შედგება – ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, ეს არის წელში გამართული სუვერენული სახელმწიფო

ამ ქვეყნის ვერავითარი “მაიდანი” და უკრიანიზაცია ვერ შედგება – ეს არ არის იანუკოვიჩის , ეს არის წელში გამართული სუვერენული სახელმწიფო , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის საერთო სურათია ნული კოორდინაცია და სრული დისკრედიტაცია, ასე რომ საქართველოში უკრაინული სცენარი არ შედგება.
“რაც შეეხება თბილისის სამოქალაქო ომი, “მაიდანი” და ა.შ. და ამის გახსენება – რა თქმა უნდა, საქართველოში ამის სცენარი ვერ შედგება. ამის არავითარი რესურსი არ აქვს იმ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელიც ყველაფერთან ერთად არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული. ანუ, ნული კოორდინაცია, სრული დისკრედიტაცია – ეს არის რადიკალური ოპოზიციის საერთო სურათი. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ვერავითარი “მაიდანი” და “უკრიანიზაცია” ამ ქვეყნის ვერ შედგება. ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა. ეს არის წელში გამართული სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია რეაგირება ნებისმიერ ძალადობაზე, ნებისმიერი ძალადობის მცდელობაზე. შესაბამისად, საქართველოში უკრაინული სცენარი არ შედგება”, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ