ირაკლი კობახიძე – ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, საქართველოში ძაღლს ერქმევა Собака და თუ ევროკავშირში მოლაპარაკებები გაიხსნება, ძაღლს ერქმევა Dog – გარწმუნებთ, ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი!

არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, საქართველოში ძაღლს ერქმევა Собака, ასევე, არიან ადამიანები, რომელთაც ჰგონიათ, რომ თუ ევროკავშირში მოლაპარაკებები გაიხსნება, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში და ძაღლს ერქმევა Dog ან რაიმე ამდაგვარი – გარწმუნებთ, ვიზრუნებთ ამ ქვეყანაზე და ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი, ადამიანს ადამიანი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების საზრუნავი უპირველესად, სამშობლოა და სამთავრობო პროგრამის შინაარსიც სწორედ ესაა.
„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მაგალითად, თუ მივიღებთ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში – ასეთი საოცარი თეზისი არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ ამ კანონს, საქართველოში ძაღლს ერქმევა Собака, იგივე მიმართულებით, არიან ადამიანები, რომელთაც ჰგონიათ, რომ თუ ევროკავშირში მოლაპარაკებები გაიხსნება, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში. არა თბილისში, საქართველოში, არამედ გავიღვიძებთ ბრიუსელში და ძაღლს ერქმევა არა ძაღლი, არამედ, მაგალითად, Dog ან რაიმე ამდაგვარი. რაც არ უნდა მოხდეს, გარწმუნებთ, რომ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში, ვიზრუნებთ ამ ქვეყანაზე. ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი, ადამიანს ადამიანი, ამ ქვეყანას ერქმევა ქვეყანა და ამ სახელმწიფოს ერქმევა სახელმწიფო. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე.
აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი საზრუნავი, პირველ რიგში, არის ჩვენი ქვეყანა, სამშობლო, საქართველო და პროგრამას, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, სწორედ ეს შინაარსი აქვს – ზრუნვა ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სამშობლოზე, საქართველოზე“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!