ირაკლი კობახიძე – ამერიკელ პარტნიორებს გვინდა განსხვავებული დღის წესრიგი შევთავაზოთ – ეს არის გადატვირთვის დღის წესრიგი – ველოდებით პრაგმატულ, სამართლიან და სწორ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ

პრემიერ-მინისტრი -ს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გადატვირთვას სთავაზობს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებში გადატვირთვა ორივე სახელმწიფოს ინტერესებში თანაბრად შედის.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახლა მთავარია, რომ საქართველომ აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები იხილოს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ არაერთი უსამართლო შეფასება საქართველოსთან მიმართებით, ეს იყო რეალურად თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს გვინდა განსხვავებული დღის წესრიგი შევთავაზოთ – ეს არის გადატვირთვის დღის წესრიგი. იცით, ამ ურთიერთობებში, გასული 3-4 წლის განმავლობაში, რამდენი რამ გაფუჭდა. ამ ფონზე, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა და ეს არის ამერიკელი პარტნიორების მიმართ ჩვენი შეთავაზება. ამ ფონზე, ის განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ, არის კონტრპროდუქტიული, ასევე მთელი რიგი აქტები, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელდა არის კონტრპროდუქტიული. ვიტოვებ იმედს, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან იქნება მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, ეს არის თანაბრად საქართველოსა და აშშ-ის ინტერესებში. იმედი მაქვს, რომ სათანადო შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ განხილვის დროს არავის უხსენებია, რომ მოლდოვაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დაიხურა 10-მდე ტელევიზია და საერთოდ არ ყოფილა ეს განხილვის საგანი ამერიკის კონგრესსა და სენატში. არავის უხსენებია ის, რომ მოლდოვა დღემდე რჩება დსთ-ის სახელმწიფოდ. არავის უხსენებია ის, რომ პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვის კუთხით არის სერიოზული პრობლემები მოლდოვაში. პრაქტიკულად, აღარ არსებობს პოლიტიკური და მედია პლურალიზმი. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ – საქართველოს მიმართ არსებობს ის ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვას მიმართ. სხვანაირად ვერავინ ხსნის იმას, რატომ არ საუბრობენ მოლდოვაში არსებულ პრობლემებზე. მთავარია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს სწორი, პრაგმატული, სამართლიანი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით. ასეთ შემთხვევაში, არის შესაძლებელი მიიღწეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გადატვირთვა. თუ მათი მხრიდან იქნება კეთილი ნება და შემხვედრი ნაბიჯები, ეს გარდატეხა იქნება უზრუნველყოფილი, რაც თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, დღეს საქართველო არის მოლოდინის რეჟიმში.
„ველოდებით პრაგმატულ, სამართლიან და სწორ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ. იმედი გვაქვს, რომ შეწყდება საქართველოზე ისეთი თავდასხმები, როგორიც მათ შორის, გუშინ მოვისმინეთ. ეს შედის თანაბრად საქართველოსა და აშშ-ის ინტერესებში. მნიშვნელოვანია იმ გაუგებარი აქტების უკან გახმობა, რომელიც მიიღო ამერიკის ხელისუფლებამ, იგივე სავიზო შეზღუდვების სახით და ა.შ. რომელიც ჯერ სასამართლო, შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას უკავშირდებოდა. ურთიერთობების გადატვირთვისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია სამართლიანობა ურთიერთობებში. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალურად ყველა ნაბიჯი გადადგმული იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. მთავარია, რომ ვიხილოთ აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები. ჩვენ ველოდებით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში დასრულდება ომი, თუ აშშ-ში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, შესაძლოა, ეს იანვარშიც დასრულდეს. როგორც კი ომი დასრულდება, რეგიონში ვითარება დამშვიდდება, მაშინვე შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი.
ურთიერთობების გადატვირთვა არ არის დამოკიდებული აპრიორი რესპუბლიკელების გამარჯვებაზე. თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში დასრულდება ომი, თუ რესპუბლიკელები, სავარაუდოდ ნახევარ წელიწადში. ორივე შემთხვევაში, ომი დასრულდება, ვითარება დამშვიდდება რეგიონში და შეიცვლება საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. აპრიორი რესპუბლიკელების გამარჯვებაზე არ არის დამოკიდებული ჩვენი ოპტიმიზმი“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში