: ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია ინაუგურაციაზე, აქაც არაფერი საინტერესო არ არის, მოქალაქე ზურაბიშვილს შეუძლია დაესწროს ინაუგურაციას, როგორც ამას აკეთებს ასი ათასობით ადამიანი

ირაკლი : ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია ინაუგურაციაზე, აქაც არაფერი საინტერესო არ არის, მოქალაქე ზურაბიშვილს შეუძლია დაესწროს ინაუგურაციას, როგორც ამას აკეთებს ასი ათასობით ადამიანი
რეალობა არის ერთი, 1 120 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მხარი დაუჭირა მმართველ ძალას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ ლეგიტიმაციის შედეგია, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევა.
„მანამდეც, სალომე ზურაბიშვილი იყო უმცირესობის პრეზიდენტი, უფრო კონკრეტულად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი. დღეს ის გახდა მოქალაქე ზურაბიშვილი. ეს არის ერთადერთი რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.
რაც შეეხება ინაუგურაციაზე მიწვევას, ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია ის ინაუგურაციაზე. აქაც არაფერი საინტერესო არ არის. მოქალაქე ზურაბიშვილს შეუძლია დაესწროს ინაუგურაციას, როგორც ამას აკეთებს ასი ათასობით ადამიანი. ამერიკელი კუბილიუსის განცხადებებს არავითარი დატვირთვა არ აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა