ამბობს, რომ დეკლარაციები „სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს“

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ „სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს“ თანამდებობის პირების დეკლარაციები, რომლებიც უკვე ექვსი თვეა, ხელმისაწვდომი აღარ არის. სპეციალურ ვებგვერდზე დეკლარაციების გასაჯაროების ვალდებულება ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს.
„მე მგონია, რომ სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს. მეც შემიძლია დავინტერესდე, გავესაუბრო შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს – მე ვფიქრობ, რომ ეს დეკლარაციები სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
უკვე ექვსი თვეა, ანტიკორუფციული ბიურო არ აქვეყნებს მინისტრების, მოსამართლეებისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს. ეს რესურსი ჟურნალისტებისა და მკვლევრებისთვის მნიშვნელოვანი წყაროა კორუფციის საკითხებზე მუშაობის დროს.
ოფიციალური მიზეზი „ტექნიკური ხარვეზია“ – როგორც რადიო თავისუფლებას ანტიკორუფციულ ბიუროში ეუბნებიან, ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ. იმის მიუხედავად, რომ ეს „ტექნიკური ხარვეზი“ ვერ გამოსწორდა, ბიურომ განაახლა ვებსაიტი და მას „ქართული Fara-სთვის” საჭირო ველიც დაუმატა.
გარდა იმისა, რომ დეკლარაციები საჯაროდ აღარ ქვეყნდება, ბიურომ რადიო თავისუფლებას არც საჯარო ინფორმაციის სახით არ მიაწოდა საჯარო მოხელეების ქონების შესახებ ინფორმაცია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოთხოვნილია პატიმრობის გამოყენება ბრალდებულების – ელისო კილაძის, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი და დავით მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ – მტკიცებულებები ადასტურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს