ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსეს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან, მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად.
„დანიის სამეფოს ქალაქ კოპენჰაგენში გამართული ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, მის აღმატებულება ალენ ბერსესთან. მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად”, – აღნიშნავს პრემიერი.