ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, ის მეზობელ ქვეყნებში ვიზიტებს გეგმავს.
კონკრეტულად, ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში 16 მარტს არის დაგეგმილი, ხოლო სომხეთში პრემიერი მომავალ კვირაში ჩავა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მეზობელ ქვეყნებში ვიზიტების ერთ-ერთი საკითხი რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება იქნება, რაშიც საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
„მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, მეზობელ ქვეყნებს ვეწვევი. შაბათს ვიზიტი გვაქვს აზერბაიჯანში, ერთ კვირაში – სომხეთში.
ყველა მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით. ასეთია, რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, რაშიც, როგორც იცით, საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ