ირაკლი კობახიძე – ადამიანები, ზოგჯერ არასრულწლოვანებიც კი, დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც რისკის შემცველია – 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა

პრემიერის მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„იარაღის ტარების მიმართულებით, აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო, ჟარგონზე რომ ვთქვათ, მიშვებული იყო ეს ყველაფერი. ადამიანები, მათ შორის, ახალგაზრდა ადამიანები, ზოგჯერ არასრულწლოვანებიც კი დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს, ბუნებრივია, და რისკის შემცველია. რაც მთავარია, 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა. ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა, გაგრძელდება მუშაობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ პროექტზე – 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 – უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს