ირაკლი კობახიძე – აბსოლუტურად ლოგიკურია ის ჯილდოები, რომლებზეც წარვადგინეთ ჩვენი ოლიმპიელები, ეს მათ დაიმსახურეს, სამწუხაროა, რომ აქამდე ასეთი პრაქტიკა არ არსებობდა

აბსოლუტურად ლოგიკურია ის ჯილდოები, რომლებზეც წარვადგინეთ ჩვენი ოლიმპიელები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის ის ჯილდო, რომელიც მათ დაიმსახურეს და ეს იყო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება.
„ერთი ის არის სამწუხარო, რომ აქამდე არ არსებობდა ასეთი პრაქტიკა, იგივე 2021 წელს არ იყო ასეთი პრაქტიკა დამკვიდრებული, იგივე გუნდურ სახეობებთან მიმართებითაც, რაც ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია ის ჯილდოები, რომლებზეც წარვადგინეთ ჩვენი ოლიმპიელები. როგორც მოგეხსენებათ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარვადგინეთ ოლიმპიური ჩემპიონები და ღირსების ორდენზე – ოლიმპიური პრიზიორები. ეს არის ის ჯილდო, რაც მათ დაიმსახურეს იმ ჯილდოსთან ერთად, რომელიც მათ უშუალოდ ოლიმპიადაზე მოიპოვეს”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

მამუკა ხაზარაძე – რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ – რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?