ს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდებათ

“ქართული ოცნების” დეპუტატებს: ს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილის, რომლებიც ამ დრომდე საპარლამენტო სიის წევრებიც იყვნენ, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდებათ.
შესაბამისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. საკითხს დეპუტატები უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა საკითხის წარდგენისას აღნიშნა, პარლამენტის არჩეული წევრები დეპუტატისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დაინიშნნენ და შესაბამისად უფლებამოსილება შეუწყდებათ.
ცნობისთვის, ირაკლი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა, ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრია, დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებს, ხოლო მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – მთავარი გამოწვევა, რაც ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს, მისი დასახელებაა, რადგან სახელის გამო საგამოძიებო უწყება გგონიათ – დეკლარაციების შემგროვებელი ორგანიზაციაა და არ მიგვიცია უფლებამოსილება, ჩასაფრება და ძიება დაიწყოს

შალვა პაპუაშვილი – სტრუქტურები, რომლებიც ჩართული არიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, არავის ხელს არ აფარებს, არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც ისინი მოერიდებიან – კორუფციის ყველა ხვრელი უნდა ჩაიკეტოს