ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ

“ქართული ოცნების” დეპუტატებს: ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილის, რომლებიც ამ დრომდე საპარლამენტო სიის წევრებიც იყვნენ, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.
შესაბამისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა საკითხის წარდგენისას აღნიშნა, პარლამენტის არჩეული წევრები დეპუტატისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დაინიშნნენ და შესაბამისად უფლებამოსილება შეუწყდათ.
ცნობისთვის, ირაკლი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა, ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრია, დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებს, ხოლო მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…