ირაკლი მ EPC-ის სამიტის ფარგლებში მიიღო მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში თემაზე – ეკონომიკური უსაფრთხოება – ევროპული დამოკიდებულებების შემცირება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-7 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე – „ეკონომიკური უსაფრთხოება – ევროპული დამოკიდებულებების შემცირება”.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფანში ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
მ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, მინერალური რესურსების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს კრიტიკული მნიშვნელობის მინერალების სტაბილური და დივერსიფიცირებული მიწოდების ჯაჭვების არსებობას არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ გლობალურად.
„საქართველოს მიზანია შუა დერეფნის შემდგომი განვითარება მისი ეფექტურობის გაუმჯობესებით, რითაც გაძლიერდება დერეფნის, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტის როლი. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს, შუა დერეფანში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანზიტო კარიბჭის ფუნქცია შევასრულოთ. პორტების, რკინიგზისა და ავტომაგისტრალების სისტემების მეშვეობით, ჩვენი ქვეყანა ხელს უწყობს ტვირთების სწრაფ გადაადგილებას და ზრდის დერეფნის კონკურენტუნარიანობას, რაც აძლიერებს საქართველოს როლს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში”, – განაცხადა მ.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რაც ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურება.
მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომელსაც ისლანდიისა და ირლანდიის პრემიერ-მინისტრები თანათავმჯდომარეობდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, მონაკოს სუვერენული პრინცი ალბერ II, აზერბაიჯანის პრეზიდენტი , მონტენეგროს პრეზიდენტი იაკოვ მილატოვიჩი, შვეიცარიის პრეზიდენტი კარინ კელერ-სუტერი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი, კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ქრისტოდოლიდესი, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი და სხვა ლიდერები მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერ “მოვინელეთ” ჯერ ჰექსოგენის შემოტანა ქვეყნის ტერიტორიაზე, დღეს ვიგებთ საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის მხრიდან, დიდი ოდენობით ურანის უკანონო დაუფლება/გატანის გამოვლენა/აღკვეთის წარმატებული ოპერაციის შესახებ

კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს „სინდისის პატიმრად” მოიხსენიებს. თუმცა, როდესაც თავად ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა იმავე ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს ორკესტრირებული ხაზია