მ ხუთ ახალი რწმუნებული დანიშნა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა. რწმუნებულები შეიცვალნენ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
· მცხეთა-მთიანეთში დავით ნოზაძე ალექსანდრე ზაგაშვილმა შეცვალა;
· შიდა ქართლში – ლევან ხარაბაძე სიმონ გულედანმა;
· სამცხე-ჯავახეთში – ბესიკ ამირანაშვილი ზაალ გელაშვილმა;
· გურიაში – გიორგი ურუშაძე გიორგი ღურჯუმელიძემ;
· ქვემო ქართლში – გიორგი დოხტურიშვილი ლევან ხარაბაძემ.
„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს“, – წერია მთავრობის პრესსამსახურის მიერ დღეს, 6 მაისს, გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გაიყო. „ქართული ოცნების“ მთავრობაში რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას კახა გულედანი იკავებს.
ფორუმი

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ