ირაკლი კობახიძემ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს „რაგბი ევროპის” ჩემპიონობა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს „რაგბი ევროპის” ჩემპიონობა მიულოცა. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2025 წლის „რაგბი ევროპის” ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გაიმართა.
შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით, ანგარიშით 46:28 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მერვედ, მთლიანობაში კი მეჩვიდმეტედ გახდა.
მატჩის შემდეგ პრემიერ-მინისტრი სპორტსმენებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და მორაგბეებს, მწვრთნელებსა და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული – თუ არ დაგვემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძე – 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით