პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე დატოვა.
ადგილზე შეკრებელი აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის მისამართით სკანდირებდნენ: „მონებო“.
გავრცელებული ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებს ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი წარუდგინა.
ტერიტორია სამართალდამცველებმაც დატოვეს.
