მ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა. პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.
ირაკლი სოციალურ ქსელ X-ზე აღნიშნავს, რომ საქართველო, ამ რთულ დროს, სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს.
„გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო. ამ რთულ დროს, საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაღუპულებისკენ, მათი ახლობლებისა და ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა პირისკენ”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ლობჟანიძე: თითქოს ამის საპასუხოდ, პირადში ჩემი თურქი მეგობრის, სუდან ალთუნის ახალი წიგნის გარეკანი მივიღე, თურქეთში გამოცემულ ამ მონოგრაფიას ჰქვია “დურსუნ ქუველოგლუსა და აკა მორჩილაძის რომანები”