ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რევაზ ჯაველიძე დღეიდან, 1 მარტიდან, აღარ იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ხელი 29 თებერვალს მოაწერა.
ჯაველიძე ამ თანამდებობას 2022 წლის 10 მაისიდან იკავებდა, უფრო ადრე იყო მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
კობახიძის გადაწყვეტილებით, დღეიდანვე ამ თანამდებობას მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით დაიკავებს ილია შამუგია. ის პარლამენტში, ირაკლი კობახიძის დეპუტატობის დროს, მისი კაბინეტის უფროსად მუშაობდა.
ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებამდე იყო ცნობილი, რომ იგი ადმინისტრაციაში ცვლილებებს აპირებდა. თანამდებობის დაკავების შემდეგ მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის შეცვლა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი ტომ სალივანის განცხადებაზე – ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია, ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენთან საუბრობენ დემოკრატიის უკუსვლაზე და მონღოლეთს უწოდებენ დემოკრატიის ოაზისს

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან