ირაკლი მ, ლი ციანთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ ლი ციანთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა.
საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, 40-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.
საქართველოს საგამოფენო სივრცეში ვიზიტორებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ ქვეყნის ისტორიას და კულტურას, უნიკალურ დამწერლობას, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს. გასტრონომიულ კუთხეში იმართება ტრადიციული ქართული კერძების მომზადების მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაცია და კულტურული ღონისძიებები.
საქართველო ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში უკვე მერვედ მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს თანამშრომლობა შუა დერეფნის საშუალებით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების ზრდის მიმართულებით

საქართველოს ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა