ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრად თინათინ რუხაძე დანიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე თინათინ რუხაძე დაასახელა.
2016 წლიდან დღემდე, რუხაძე იყო თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი.
პრემიერის თქმით, ს დასრულებისთანავე იქნება ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და თინათინ რუხაძე კულტურისა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
შალვა გოგოლაძე, რომელიც ახლა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, კობახიძის თქმით, მომავალში სპორტის სამინისტროს უხელმძღვანელებს. იგი 2015 წლიდან იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას და სპორტის მიმართულებას კურირებდა.
პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მე-6 ადგილს იკავებს. საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის